სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ამ დროისთვის მაშველები 4 ადამიანს ეძებენ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი მოქალაქის ამოყვანა შეძლეს.