სოფელ ოთარშენში სამხედროს ცხედარი იპოვეს

სოფელ ოთარშენშიმაგისტრალის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, გარდაცვლილი, თავდაცვის სამინისტროს ოფიცერია.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ  პირველადი ინფორმაციით, კაცი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.