სოფელ ორჭოსანთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერზე GEO დააწერეს

ოკუპირებული ახალგორის სოფელ ორჭოსანთან საოკუპაციო ხაზის აღმნიშვნელი ბანერი გადაღებეს. მას უცნობმა პირმა შავი საღებავით GEO დააწერა.

გადაღებილი ბანერი, რომელსაც მანამდე რუსულად ეწერა – “სახელმწიფო საზღვარი, მოძრაობა აკრძალულია”, ქვეყნის მთავარი მაგისტრალიდან 400 მეტრში მდებარეობს.

TV პირველის ცნობით, ადგილზე ოკუპანტები ჯერჯერობით არ გამოჩენილა.