სოფელ პატარა ფოთთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთთან, ფოთი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე ორი ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, “მერსედესის“ მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი – ქალი და მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შსს–ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.