საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. მოსული უხვი ნალექის შედეგად, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა 30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც 90-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით მათი თანამშრომლები ადგილზე სწრაფად მივიდნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს. მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქის უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხერხდა.
მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.