დღეს, თბილისის დროით 16:50 საათზე, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.6 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
ეს ბოლო 24 საათში სოფელ სამებასთან მომხდარი მეორე მიწისძვრაა. გუშინ, 23:35 საათზე 5.3 (ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.