სოფელ სვირთან ავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზესტაფონში, სოფელ სვირთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.