სოფელ ქვემო ბოდბეში ადგილობრივებმა მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

სიღნაღის უნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ადგილობრივებმა ჩვილი სოფლის მიმდებარედ, ბენზინგასამართ სადგურზე ნახეს და პოლიციას აცნობეს. ამ ეტაპზე ახალშობილი ბიჭი ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.