”სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს, სად იმალებოდა 2 წელი არ ვიცი”- აცხადებს ბადრი ესებუას უფლებადამცველი იოსებ ჯანაშია. მისი ინფორმაციით ესებუა სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს. ადვოკატის თქმით, ის ახლა ქუთაისის მეორე დაწესებულებაშია მოთავსებული.
“როგორც გახდა ცნობილი, დღეს არის დაკავებული, ამჟამად ის გადაჰყავთ ქუთაისის მეორე დაწესებულებაში, სხვა ინფორმაცია არ მაქვს. როგორც მაქვს ინფორმაცია, მისი დაკავება მოხდა სოფელ ჯიხაშკარში. როგორც კი მოხდება მასთან შეხვედრა, დაკავების დეტალებთან დაკავშირებით, შემიძლია, გავაკეთო განცხადება. მის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა, სად იმყოფებოდა 2 წლის განმავლობაში, სად იმალებოდა ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ მაქვს. ჯერ ოჯახის წევრებთანაც არ მქონია კონტაქტი”,-ამბობს ჯანაშია.