სოფიო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს. ინფორმაციას მიკრობლოგ “ტვიტერზე” გაეროში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე ავრცელებს.

საქართველოს მთავრობამ სოფიო კილაძე კომიტეტის წევრობის კანდიდატად 2020 წლის ზაფხულში წარადგინა. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, საქართველოში მოქმედმა 53-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა გაეროს კომიტეტს წერილობით, რომ არ დაეშვათ კომიტეტის წევრად სოფო კილაძის არჩევა.