იტალიელმა მსახიობმა სოფია ლორენმა შვეიცარიაში, საკუთარ სახლში, აბაზანაში დაცემის შემდეგ გადაუდებელი ოპერაცია გაიკეთა.
89 წლის მსახიობს ბარძაყის ძვლის რამდენიმე სერიოზული მოტეხილობა აქვს– განუცხადა მისმა იმპრესარიომ ანდრეა გიუსტიმ საინფორმაციო სააგენტო PA-ს.
მან ასევე დაადასტურა, რომ მსახიობის ორივე ვაჟი, კარლო და ედოარდო პონტი დედასთან ერთად არიან.
გიუსტიმ როიტერს განუცხადა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ”ახლა მას სჭირდება დასვენება და ყველაფერი კარგად იქნება”, – დასძინა მან.
ნეაპოლში ღარიბ ოჯახში დაბადებბული სოფი ლორენი ჰოლივუდის ვარსკვლავი გახდა , 1962 წელს მოიპოვა ოსკარი ვიტორიო დე სიკას ფილმისთვის “ჩოჩარა“. ეს იყო პირველი არაინგლისურენოვანი ფილმი, რომელმაც ოსკარი მიიღო.
ლორენმა ითამაშა ფილმებში ჰოლივუდის ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან მარლონ ბრანდო, ფრენკ სინატრა და კერი გრანტი.
1990 წელს ლორენმა მიიღო საპატიო ოსკარი კინოში შეტანილი წვლილისთვის, ხოლო 2021 წელს მან ითამაშა ფილმში “The Life After”, რომლის რეჟისორია ლორენის ვაჟი, ედოარდო, რომელმაც კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.