“#სოცაფეთქება” – დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართება. აქცია 14:00 საათიდან დაიწყება.
აქციის აღწერაში ვკითხულობთ, რომ “სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აქცია აერთიანებს ყველა იმ სეგმენტის პროტესტს, სადაც აკრძალვები განსაკუთრებით ამძიმებს სოციალურ მდგომარეობას და ლახავს ადამინთა უფლებებს”.
არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქეო აქტივისტების გარდა აქციას უერთდებიან პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება” და მისი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო, ენმ და მისი ერთ–ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
აქციის მოთხოვნებია:
- ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნა.
- სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების მოთხოვნა.
- ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და მოიხსნას, საჭიროების მიხედვით, ყველა შეზღუდვა.
- საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვის მოხსნა.
- სახელოვნებო სივრცეების ფუნქციონირების აღდგენის მოთხოვნა.
- კომენდანტის საათის შემსუბუქების მოთხოვნა და ა.შ.
ორგანიზატორები აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ ადამიანებ, ვისაც უსამართლოდ მიაჩნია “შეზღუდვები, რომლებიც რეალურად კოვიდ-პანდემიის პრევენციას მინიმალურად ახდენს (მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე)”.