“#სოცაფეთქება
სცენა – იგივე,
რეჟისორი – იგივე,
მსახიობები – იგივე.

დანარჩენებს, გთხოვთ: პირბადე, დისტანცია, აცრა!

25 აგვისტოს უკვე 1 მილიონი ადამიანი იქნება მინიმუმ ერთი დოზით აცრილი (ჰოსპიტალიზაციის რისკი ერთხელ აცრილებშიც თითქმის იმდენადვე დაბალია, როგორც ორჯერ აცრილებში)”

წერს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე. ცნობისთვის, “#სოცაფეთქება” საპროტესტო მოძრაობის სლოგანი იყო, რომელიც იანვარში შეზღუდვების მოხსნას ითხოვდა.

21 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში დადასტურდა 4 901 შემთხვევა.