სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად 500 00 ლარი გამოიყოფა – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად ნახევარი მილიონი გამოიყოფა.

მისივე განცხადებით, ამავე მიდგომით პირველი ტალღის დროს ბევრ ოჯახს დაეხმარნენ.

„გამოვნახეთ საშუალება და ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა იმისთვის, რომ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ საკვები პროდუქტებით სოციალურად დაცველ მარტოხელა მოხუცებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც პანდემიის პირველი ტალღა გვქონდა ქვეყანაში, ზუსტად ამ მიდგომებით ბევრ ოჯახს დავეხმარეთ და ხელი შევუწყეთ რომ მდგომარეობა მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა. ანალოგიურად იქნება ახლაც და მომდევნო დღეების განმავლობაში, წინასაახალწლოდ ამ მოხუცებისთვის საკვები პროდუქტების მიტანას ვუზრუნველყოფთ“,- განაცხადა კალაძე