სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ – კალაძე

სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ, რათა ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტის შეძენა შეძლონ  – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე არჩევნების მეორე ტურამდე 10 დღით ადრე. მისივე თქმით, ვაუჩერი გულ-სისხლძარღვთა, ქრონიკული დაავადებები.

“რაც შეხება ახალ პროგრამას, სოციალურად დაუცველ პენსიონერებს 500-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ იმისთვის, რომ ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტი (გულ-სისხლძარღვთა, გამაყუჩებელი, ქრონიკული ავადმყოფობების სამკურნალო და ა.შ.) შეიძინონ. ეს მხარდაჭერა ბიუჯეტს დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაუჯდება. ამ პროგრამით 40 000 სოციალურად დაუცველი პენსიონერი ისარგებლებს. ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისელთა 2 000 000-მდე მოთხოვნა დახმარებაზე იქნა დაკმაყოფილებული სხვადასხვა მიმართულებით და ყოველთვის ვიქნებით იმ ოჯახების და ადამიანების გვერდით, ვისაც ჯერ კიდევ სჭირდება დახმარება და თანადგომა“, – განაცხადა კალაძემ.