სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა გაფიცვიდან მე-6 დღეს პროტესტი შეწყვიტეს. “სოლიდარობის ქსელი” ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ სადაც ნათქვამია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვა მოლაპარაკებით დასრულდა.
სოციალურმა აგენტებმა გაფიცვა შემდეგი პირობებით შეწყვიტეს:
- ხელფასების 40%-60%-ით მატება;
- ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ყოველ თვე მშობელი მიიღებს იგივე ხელფასს, როგორც მუშაობისას;
- გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დრო;
- სოც. აგენტები და უფროსი სოც. აგენტები იქნებიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით;
- გაუქმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები და ყველა დასაქმებულთან დაიდება ერთწლიანი ხელშეკრულებები;
- შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის;
- უმჯობესდება დანამატის წესი და მოიხსნება 15 დღიანი ლიმიტი;
“ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი პროფკავშირული კოლექტიური ბრძოლა გრძელდება!” – წერია განცხადებაში.