სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები სადაც “ევროპული საქართველოს” და “ოცნების” ლიდერები ერთად მღერიან

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო,  სადაც “ევროპული საქართველოს” და “ქართული ოცნების” ლიდერები ერთად მღერიან.

გავრცელებულ კადრებში ჩანან “ქართული ოცნების” წევრები: კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი და ბოლოს “ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე. ვიდეოს ძირითადად ქართული ოცნების მხარდამჭერები ავრცელებენ, რომლებიც აღშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ მათი ლიდერები “ნაცებთან“ ერთად ქეიფობენ და მღერიან. მათივე კომენტარებიდან ირკვევა, რომ ვიდეო ლონდონის ერთ–ერთ რესტორანშია გადაღებული, თუმცა ზუსტი ინფორმაცია, რომელ წელს და სად არის გადაღებული ვიდეო უცნობია.