“სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგდასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65–70%-ით.

მეორე საკითხი, ასაკობრივი ზღვარი, 25 წლამდე აეკრძალება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება ჩვენს მოქალაქეებს, აქაც გაწერილი გვაქვს დეტალურად, თუ ვის შეეხება აღნიშნული შეზღუდვა, ესენი არიან: სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით. და ჯამში პირთა წრე, რომელთა შეზღუდული ექნებათ წვდომა შეადგენს 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს.

და მესამე საკითხი, რეკლამის შეზღუდვა – აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება, ძირითადად შეიძლება სპორტს შეიძლება შეეხოს აღნიშნული დაშვება”

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობა მეორე ეტაპზე ონლაინკაზინოების აკრძალვას აპირებს.