“მე მგონია, რომ მიზანმიმართული პოლიტიკური სპეკულაციაა, რომ თითქოს ვიღაცას, სადღაც აშინებენ. ეს წლები ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ყველამ ერთად, როდესაც ხდებოდა დაშინებები, დაკავებები, დაჭერები.
თქვენ ხედავთ ახლა საარჩევნო კამპანიას – ვინ ატარებს კამპანიას და ვინ ემზადება სხვა რაღაცებისთვის. ქვეყანაში ეცადონ დესტაბილიზაციის შემოტანა, არეულობის შემოტანა – არ გამოუვათ ეს, მეგობრებო, შესაბამისი სამსახურები ყოველთვის იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე”
განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.