სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმიანება ოპოზიციის ნაწილისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ძალოვანი უწყებები სპეცდანიშნულების რაზმების ზუგდიდში შეყვანას აპირებენ.

სუს-ს მტკიცებით, სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია.

“მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, პირდაპირ ემსახურება წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვას, აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმიჯს და მიზნად ისახავს უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას”,– აცხადებს უწყება.