სპეციალურად ჩვენი წევრებისათვის გახსნეს N2 დროებითი მოთავსების იზოლატორი – “სირცხვილია”

სპეციალურად ჩვენი წევრებისათვის გახსნეს N2 დროებითი მოთავსების იზოლატორი – ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა “სირცხვილია” სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“იურისტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სპეციალურად ”სირცხვილიას” წევრებისათვის გახსნეს N2 დროებითი მოთავსების იზოლატორი, რომელსაც აქამდე არ იყენებდნენ და დალუქული იყო. რის გამოც, ბუნებრივია, იზოლატორში აუტანელი სიცივე და ნესტია. სწორედ ამან გამოიწვია ნოდარ რუხაძის პროტესტი. გადაყვანას ითხოვენ სხვა დაკავებულებიც. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ სახალხო დამცველს.”- ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, 7 მარტს, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, “სირცხვილიას” ორგანიზატორები დააკავეს. დაკავებულები მოქალაქეები არიან :
გიორგი მჟავანაძე
ნოდარ რუხაძე
გიგა მაქარაშვილი
ზუკა ბერძენიშვილი
ლექსო სამხარაძე
ვალერი სამხარაძე
სანდრო სიმონოვი
ბაჩი ვალიშვილი
გური გოლიაძე
ისინი სტანდარტულად, 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.