ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელარუსი მონაწილეობს “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში”, მაგრამ კონფლიქტის ზონაში თავის სამხედროებს არ უშვებს.
- “რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას უკრაინაში სპეცოპერაციაში, იქ ვმონაწილეობთ. ჩვენ ამას არ ვმალავთ. მაგრამ ჩვენ არავის ვკლავთ. ჩვენ სამხედროებს არსად არ ვაგზავნით. ჩვენ არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ასევე, ლუკაშენკომ უკრაინა საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა:
- “ის მუდმივად ახორციელებს ჩვენი ტერიტორიის, ჯარების, ობიექტების ოპტიკურ, რადიოელექტრონულ, რადიოტექნიკურ დაზვერვას. ხშირად მათი დრონებით არღვევენ სახელმწიფო საზღვრის ხაზს, არის მუდმივი პროვოკაციები საზღვარზე” – ამბობს ლუკაშენკო