სპეცოპერაცია მიმდინარეობს, თუ როგორ გაანეიტრალონ სააკაშვილი პოლიტიკურად – პაატა მანჯგალაძე

“სპეცოპერაცია მიმდინარეობს, თუ როგორ გაანეიტრალონ სააკაშვილი პოლიტიკურად” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

“როგორც სახალხო დამცველთან არსებულმა კონსილიუმმა განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა და ყოველდღიურად იწურება მისი სასიცოცხლო რესურსი. ვიცი, რომ “ქართულმა ოცნებამ” უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ის უკვე გადაყვანილი იქნებოდა შესაბამისი აღჭურვილობის მქონე კლინიკაში. რაც “ვივამედშია”, ყოველდღიურად უარესდება მდგომარეობა და ეჭვი მაქვს, რაღაც პარალელური პროცესი მიდის, ერთგვარი სპეცოპერაცია, როგორ გაანეიტრალონ მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი, გაანეიტრალონ პოლიტიკურად და მიიყვანონ იმ მდგომარეობამდე რომ მან ვერ შეძლოს ვერანაირი პოლიტიკური აქტივობა, ეჭვი მაქვს, რომ ვიღაცამ მისი ქმედუუნაროდ გახდომა გადაწყვიტა, რადგან პოლიტიკურად საფრთხის შემცველ ოპონენტად თვლის მისთვის. ჩვენ დაგვჭირდება აუცილებლად ერთობლივი ღონისძიებები და “სტრატეგია აღმაშენებელი” მზად არის ამ ერთობლივ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა მისი გადარჩენისთვის.

ერთადერთი საშუალება, რომელიც “ქართულ ოცნებას” აიძულებს მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება, არის ბევრი ადამიანი ქუჩაში. ვისთვისაც ძვირფასია ადამიანის სიცოცხლე, ვფიქრობ, უნდა გამოვიდეს 9- ში, დავდგეთ ყველა ერთად, ვანახოთ სიმრავლე, რომ საქართველო არავის აძლევს უფლებას ადამიანების მოკვდინების,”- განაცხადა მანჯგალაძემ.