სპეცოპერაცია ფონიჭალაში – მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ ოჯახის წევრს ნარკოტიკი ჩაუდეს

ფონიჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა ეროვნებით აზერბაიჯანელი მამაკაცი ბენზინ გასამართ სადგურზე დააკავეს. მისი ოჯახის წევრებს მასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ, ისინი სპეცრაზმელებს რამდენჯერმე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მათი მტკიცებით, ოჯახის წევრს ჯიბეში ნარკოტიკი ჩაუდეს. მათივე ცნობით, მამაკაცს ამ დრომდე ნარკოტიკებთან შეხება არ ჰქონია, არც დაკავებული ყოფილა. მისი დედის თქმით, ის მოსკოვიდან რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა და ოპერაცია გაიკეთა.

ჯერჯერობით სამართალდამცავ უწყებებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.