თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, გამოავლინეს ნარკორეალიზაციის უპრეცენდენტო სქემა, რომელშიც არასრულწლოვანი ბავშვიც ჰყავდათ ჩართული.
უწყების ინფორმაციით, არასწრულოვანი გასაღების მიზნით ნარკოტიკს კონკრეტულ ადგილზე ათავსებდა.
“ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი პირები იქნენ დაკავებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე. აღნიშნული ოპერაცია უპრეცედენტოა თავისი მნიშვნელობით, ვინაიდან სქემაში ჩართული იყო არასწულწლოვანი ბავშვი, რომელიც კონკრეტულ ლოკაციებზე ახდენდა ნარკოტიკული საშუალებების განთავსებას შემდგომი გასაღების მიზნით”,- აცხადებს შსს.
გამოძიებას 260-ე მუხლით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.