„სპეცრაზმი საჭიროა, როცა ამდენი ხნის განმავლობაში იმალებიან ადამიანები. ჩვენ ყველა გავაფრთხილეთ, რომ იდენტიფიცირების საშუალებაც გვქონდა მეტი და არავის არ შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ყველა შეეგუოს იმას, რაც ხდება, რომ სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმათ, რომელიც მონაწილეობდა დამხობის მცდელობაში. ყველა უნდა შეეგუოს ამას”.
ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ შეკითხვას იმის შესახებ, რომ დღეს,17 ოქტომბერს, კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე.








