თბილისის მერის განცხადებით, სპორტის სასახლესთან, ტყვარჩელის ქუჩაზე ბარაკები დაინგრევა და მის ადგილზე სკვერი გაშენდება.
“ტყვარჩელის ქუჩის ნომერ 5–ში მდებარეობდა ბარაკები. რა თქმა უნდა, მოთხოვნა იყო, რომ ამ ბარაკების მაგივრად აშენებულიყო ისევ საცხოვრებელი კორპუსები, რაც ვფიქრობ, ამ კონკრეტული ადგილისთვის იქნებოდა დამატებითი პრობლემა. შესაბამისად, ჩვენ მოველაპარაკეთ ამ ოჯახებს, გავაკეთეთ ადგილმონაცვლეობა და დაახლოებით 1500 კვადრატული მეტრი, სადაც ბარაკები იყო განთავსებული, მოაქვს მუნიციპალიტეტს. ჩვენ ვიწყებთ ამ ბარაკების დანგრევას და ამ ადგილზე აშენდება პატარა სკვერი”,– ამბობს კალაძე.
მისივე ინფორმაციით, ამ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს.