სროლა და აფეთქებები ხერსონში: ქალაქში ქუჩის ბრძოლები დაიწყო

ქალაქ ხერსონის სხვადასხვა რაიონებში ავტომატის სროლის და აფეთქებების ხმა  ისმის. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამ არხები წერენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ მთელ ხერსონში ქაუჩის ბრძოლებია, მათ შორის ქალაქის ცენტრში.

“უბრალოდ უთხარით ახლობლებს, ჯობს სინათლე გამორთონ, არ გამოიხედონ ფანჯრებში. შემთხვევითი ტყვიისა და რაკეტის დაცემისგან არავინ არის დაზღვეული“– წერს ტელეგრამ არხი “НАДЗОР ХЕРСОН”.

ტელეგრამ არხების რეაქციის მიხედვით, როგორც ჩანს რუსები ჯერჯერობით დაბნეულები არან. რია ნოვოსტი წერს 5 აფეთქების შესახებ და თითქოსდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ამუშავების შესახებ ხერსონში.

“ხერსონელებო, სამალავებში დარჩით, მგონი აიწყვიტეს. არ მესმის რას აკეთებენ, დაბომბვები უკვე იყო, და ახლა @@@-ს აგძელებენ“– წერენ ერთ–ერთ რუსულ არხზე.

რუსული მედია წერს, რომ რკინიგზის სადგურის რაიონში ხერსონში რაღაც “კონტრტერორისტული ოპერაცია“ მიმდინარეობს. ზოგიერთი ინფორმაციით რუსებმა უკრაინული დივერსიული ჯგუფი აღმოაჩინეს და მისი გაუვნებელყოფა დაიწყეს.

ადგილობრივი გამოცემა “ხიდი“ წერს 4 ძლიერ აფეთქებაზე, რომლებიც ხერსონში საღამოს მოხდა. თვითმხილველებმა პეტროვსკის ქარხნიდან ამოსული შავი კვამლი დაინახეს, სადაც ოკუპანტებმა სამხედრო ბაზა განათავსეს. ცოტა ხნის წინ ქარხნის ტერიტორაზე ტექნიკის ახალი პარტია და კადიროველების ქვედანაყოფი შევიდა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დღეს ხერსონელებს “ქალაქის დაარსების დღე “ მიულოცა. 17 ოქტომბერს ხერსონის დაარსების დღე აღინიშნება. წელს ქალაქს 244 წელი შეუსრულდა.

მოგვიანებით ერმაკის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა ტვიტერზე დაწერა, რომ სროლები ხერსონის ცენტრში რუსების შიდა გარჩევებს უკავშირდება, რომლებიც ნადავლს ვერ იყოფენ.