თბილისში, დიღომში სროლა იყო. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით არის დაჭრილიც. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
საქართველოს შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 19-108 -ე, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.