სროლა შანიძის ქუჩაზე – დაჭრილ კაცს ოპერაცია ჩაუტარდა, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

თბილისში, გვიან ღამით შანიძის ქუჩაზე სროლის შედეგად დაჭრილი კაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დაშავებულს ზურგის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება. მას ხეჩინაშვილის კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმები მის მდგომარეობას სტაბილურად მძიმედ აფასებენ

“პაციენტი შემოყვანილია სასწრაფოს მიერ, ცეცხლსასროლი ჭრილობით. დათვალიერებით და შემდეგ საოპერაციოში გამოკვლევით დადგინდა, რომ ეს არის ზურგის არეში გამჭოლი ჭრილობა. სავარაუდოდ, ჭრილობა მიყენებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით. მდგომარეობა მაინც მძიმედ რჩება, მაგრამ სტაბილურია. ოპერაცია ჩაუტარდა, ახლა რეანიმაციაში”, – თქვა ექიმმა, კობა თაბაგარმა.
თავდასხმა გვიან ღამით მოხდა. რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი და რა მუხლით არის საქმე აღძრული ჯერ-ჯერობით უცნობია.