მივიღეთ გადაწყვეტილება სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ. ძალზე მნიშვნელოვანია ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებაზე, რომელიც მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობათა კატეგორიას განეკუთვნება, სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ, რომელიც თავისი დაწესებულების მეშვეობით, მკურნალობის პროცესში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს. გამკაცრდება კონტროლი ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამების განხორციელაბზე , მკაცრად იქნება უზრუნველყოფილი, რომ თითოეული მომსახურება პაციენტის მაქსიმალურად სწრაფ განკურნებას მოემსახუროს არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება ე.წ. ლეგალური ნარკოლმანიის წასახლისებლა.[…] პირველი ინიციატივა უკავშირდება ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს, რომლებიც დღევანდელი მდგომარეობით, როგორც სახელმწიფოს ისე კერძო სუბიექტების მიერ ხორციელდება. როგორც ცნობილია ჩანაცვლებითი თერაპიისთვის გამოიყენება ისეთი პრეპარატები, როგორიცაა, მეთადონი და ბუპრენორფინი, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება ხშირ შემთხვევაში არა პაციენტის განკრუნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად. იმ პირობებში, როდესაც კერძო კომპანიას აქვს პირდაპირი კომერციული ინეტერესი პრეპარატის რეალიზაციის მაქსიმალურად გაფართოების მიმართ, ბუნებრივია, მას აქვს ძლიერი ცდუნება არა პაციენტის განკურნებაზე, არამედ პრეპარატის რეალიზაციაზე იყოს ორიენტირებული – ამგვარი პრაქტიკა სრულად უნდა აღიკვეთოს”.

განაცხადა ირაკლი კობახიძემ.