დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, სრულად აცრილად მხოლოდ ის ადამიანები ჩაითვალონ, ვისაც ვაქცინის “ბუსტერ” დოზა ექნება გაკეთებული.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს იმუნიზაციის საბჭო განიხილავს.
“ჩვენი წინადადებაა და განიხილავს იმუნიზაციის საბჭო, რომ იანვრიდან სრულ აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ არცილი ადამიანი, არამედ “ბუსტერიზირებული”. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მალე ვერ იქნება, მაგრამ მოვუწოდებთ მოსახლეობას აიცრან “ბუსტერ” დოზით”,- ამბობს გამყრელიძე
ის ასევე აღნიშნავს, რომ ფაიზერის “ბუსტერ” დოზას COVID-19-ის ახალი შტამის, ომიკრონის მიმართ მაღალი დამცველობითი უნარი აქვს, თუმცა ამჟამად ქვეყანაში ბუსტერის მხოლოდ 54 ათასი დოზაა გაკეთებული.