სრულად პროპორციული რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარდეს – ხაზარაძე

პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევენები 2022 წელს უნდა დაინიშნოს, ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ამის შემდეგ დაიწყოს ახალი 4 წლიანი ციკლის ათვლა.

“იდეალურია, რომ 2021-ში მოხდეს ეს ყველაფერი, რისიც მე არ მჯერა, გულწრფელი უნდა ვიყო, მაგრამ მე მგონია, 2022-ში შესაძლებელია სრული პროპორციული არჩევნები ჩატარდეს. ეს იქნება გამოსავალი. 2024-ის არჩევნები, ჩვენი მოდელით და  ეს არის ჩემი პირადი აზრი და ეს ყველაფერი სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც და ხელისუფლებამაც უნდა გაიზიაროს, რომ გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის სარჩევნო კოდექსი და მთელი ეს გარემო შეიცვალოს, რაზედაც მინდა ვთქვა, რომ შეთანხმებასთან თითქმის ახლოს ვართ”,– ამბობს ხაზარაძე მთავარი არხის ეთერში.

მისივე განცხადებით, რიგგარეშე არჩევნები არა ოპოზიციას, არამედ ქვეყანას სჭირდება, რათა ის “გაჯანსაღდეს”.

“ჩვენ პლებისციტი, რატომ შემოვიტანეთ ამ თემაში, რომ თუ ვერ ვთანხმდებით მოდი ხალხმა გადაწყვიტოს, მაგრამ მიხვდნენ, რომ არა მარტო არჩევნების გადაწყვეტა იქნებოდა, უფრო სხვა ვერდიქტი იქნებოდა”,– თქვა ხაზარაძემ.

ამ განცხადებას გამოეხმაურა გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი და ხაზარაძეს ვაჭარი უწოდა.