სრულ კოორდინაციაში ვართ შსს-სთან, ვმოქმედებთ მათი მითითებებით – საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ზუგდიდში მათ ფილიალში მძარცველების მიერ მძევლების აყვანასა და ნახევარი მილიონი დოლარის მოთხოვნას ეხმაურება. მათი განცხადებით, მოქმედებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებებით.

“ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს”, – წერია ბანკის განცხადებაში.

ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ საქართველოს ბანკის ფილიალში თავდამსხმელი შევიდა და 19 მძევალი აიყვანა. ის შეიარაღებულია და 500 ათას დოლარს ითხოვს.