კომუნისტი გრიშა ონიანი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ის გორის მერობისთვის იბრძოლებს.
გამარჯვების შემთხვევაშის თავის ამომრჩეველს სტალინის გორში გადასვენებას ჰპირდება. მისი თქმით, სტალინს გორის ციხის თავზე დაკრძალავს და ეს წმინდა მთა გახდება.
“მე ომი უნდა დავიწყო ყველას მიმართ და არა ისე, ზოგიერთმა რომ თქვა, პარტიას ვაყალიბებ არავის წინააღმდეგ. მე ასე არ ვაკეთებ, მე პარტიას ვაყალიბებ ყველას წინააღმდეგ. გეტყვით წინაპართა დანაბარებს, შევარდნაძის დანაბარებს: გორი იქცევა მექად. ადამიანობის და თანასწორუფლებიანობის, ვაჟკაცობის და გადარჩენის მექა იქნება და მარტო სტალინი ეყოფა გორს.
გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის წინ, უნდა აღიმართოს სტალინური მაღლივი. სტალინი უნდა გადმოვასვენოთ და დავმარხოთ გორის ციხის თავზე და შევქმნათ წმინდა მთა. კეკეც უნდა გადმოვასვენო აქ და იქ ვისაც უნდა ჩაწვეს და ჩაძვრეს. აქვე წამოვა საქართველოს გამაერთიანებლის, დიდი დავით აღმაშენებლის ნეშთი და დაიმარხება გორის ციხეზე”,- აცხადებს ონიანი “თრიალეთის” ეთერში.