სტამბოლის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა, რასაც, 27 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 10-მდე ადამიანი. ამის შესახებ ქალაქის მერმა ეკრემ იმამოღლუმ ისაუბრა.
ხანძარი, ღამის კლუბ Masquerade-ში დღის საათებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა. კლუბი ბეშიქთაშის რაიონში 16-სართულიანი შენობის ქვემოთ მდებარეობდა
გამომწვევი მიზეზების დასადგებად გამოძიებაა დაწყებული.
ქალაქის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე 6 ადამიანი დააკავეს.