სტამბოლის ცენტრში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 27 ადამიანი ემსხვერპლა

სტამბოლის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა, რასაც, 27 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 10-მდე ადამიანი. ამის შესახებ ქალაქის მერმა ეკრემ იმამოღლუმ ისაუბრა.

ხანძარი, ღამის კლუბ Masquerade-ში დღის საათებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა. კლუბი ბეშიქთაშის რაიონში 16-სართულიანი შენობის ქვემოთ მდებარეობდა

გამომწვევი მიზეზების დასადგებად გამოძიებაა დაწყებული.

ქალაქის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით,  მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე 6 ადამიანი დააკავეს.