სტამბოლი-თბილისის რეისი თბილისის აეროპორტში უამინდობის გამო ვერ დაფრინდა

ავიაკომპანია პეგასუსის სტამბოლი-თბილისის რეისის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში უამინდობის გამო, ვერ დაჯდა. თვოთმფრინავის მგზავრები უკან, თურქეთში გააბრუნეს.

უცნობია, როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები და ტურისტები თბილისში დაბრუნებას.

ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით ავიაკომპანიის თანამშრომლები ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ რეისი წესით თბილისში უნდა შესრულებულიყო, თუმცა თვითმფრინავი თბილისის ცაზე რამდენიმე საათის განმავლობაში დაფრინავდა, შემდეგ კი უკან თურქეთში დაბრუნდა.