სტატუსზე მოლდოვას უკრაინისგან ვერ გამოვყოფთ, საქართველო გეოპოლიტიკურად სხვაგანაა – მაკრონი

“სტატუსზე მოლდოვას უკრაინისგან ვერ გამოვყოფთ, საქართველო გეოპოლიტიკურად სხვაგანაა” – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოლდოვაში ვიზიტისას გამართულ ბრიფინგზე.

”მკაფიო და პოზიტიური სიგნალის გაგზავნა მსურს, მაგრამ ევროკავშირის წევრებს შორის ერთიანობას უნდა მივაღწიოთ. ვერ გამოვყოფთ უკრაინისგან მოლდოვას იმ პერსპექტივაში, რომელსაც ვაძლევთ. კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ის, რაც ევროკავშირს მართებს რეგიონის მიმართ. საქართველო ასევე მაგიდაზე იქნება, როგორც პოტენციური კანდიდატი, მაგრამ გეოპოლიტიკურად სხვა ადგილას.” – განაცხადა მაკრონმა.