მქონდა შეხვედრა ბატონ შარლ მიშელთან, რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერთან და მე მათ ღიად ვესაუბრე, იმაზე უფრო მეტს ვსაუბრობ დახურულ შეხვედრებზე, ვიდრე საჯაროდ ვამბობ.
ჩემი გზავნილი არის ცალსახა და მარტივი: ქვეყანა გატარებული რეფორმების გათვალისწინებით, მიღწეული პროგრესის და ამ რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მე ეს მათ მკაფიოდ ვუთხარი, სხვა შემთხვევაში, მათ ვუთხარი, რომ ეს იქნება მორიგი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის და უბრალოდ ძალიან უსამართლობა მოპყრობა ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ. მე ეს ბატონ ბორელთან პრესკონფერენციაზე შემთხვევით არ მითქვამს, ქართველებს მართლაც არ გვიყვარს და აბსოლუტურად მიუღებელია უსამართლო მოპყრობა და ჩვენ ამას არ შევეგუებით, ისევე რგოროც მიუღებელია მცდელობა, რომ ჩვენ ვიღაცამ დაგვჩაგროს და რაღაც მეორე და მესამე, უკანა პლანზე დაგაგვსვას, რატომ, იმიტომ, რომ ე.წ ტრიოს ფორმატში ყოველთვის და იყო და არის დღესაც მოწინავე პოზიციებზე, შდარება არ შეიძლება, იმდენად წინ ვართ ჩვენ