„ნუ აკეთებთ დასკვნას, რომ საქართველოსთვის რაიმე ცუდი იქნება – ცუდით აჟიტირებას ნუ ჩქარობთ! 15 დეკემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას წინ პრობლემა არ უდგას. რასაც ორბანი სვამს, სხვა ხასიათის პრობლემაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს არ მიენიჭოს. ერთია კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი და მეორე – გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. თქვენ გინდათ ეს ორი საკითხი ერთმანეთს დააკავშიროთ, რათა ერთკვირიანი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა გააჩაღოთ. უნდა შევეგუოთ, რომ ევროპა ყოველთვის ყველაფერში ერთსულოვანი არ არის – იქნებიან სხვადასხვა ქვეყნები, სხვადასხვა პოლიტიკოსები, რომელთაც სხვადასხვა საკითხზე შეიძლება სხვა მიდგომა ჰქონდეთ. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პრობლემა არც ევროკომისიის, არც ევროპული საბჭოს და არც უნგერთის მხრიდან არ არსებობს“,
ეს განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.