ნებისმიერი ასეთი ზეწოლა, სანქცია და მუქარა ერთადერთ რამეს უკავშირდება: შანტაჟს, რომ როგორმე ჩვენ დავთმოთ ჩვენი პოლიტიკა, პირობები, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რასაც, ბუნებრივია, არ გავაკეთებთ და პირიქით, ნებისმიერი ასეთი მცდელობა, პასპორტების შეზღუდვა იქნება თუ ნებისმიერი სხვა რამ, ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, რომ ჩვენს ხალხსა და ქვეყანას უფრო უკეთ ვემსახუროთ […]
მთავარია არა ის, ჩვენთან მიმართებით რა შედეგი დადგება და რა შეზღუდვა იქნება, არამედ ის დამოკიდებულება, რაც გამოჩნდა. მუდმივად ვსაუბრობდით, რომ ჩვენ ევროკავშირისკენ მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით მივდივართ და ის ზეწოლა, რომელიც გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის კანონს უკავშირდებოდა, ის ძირითადი მიზეზები იყო, რითიც უნდოდათ, რომ ჩვენზე ზეწოლა მოეხდინათ.