“სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია და ხდება მისი ეტაპობრივი მოწოდება, ამიტომ ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია, შეძენილია. ხელშეკრულება დაიდო, თუ არ ვცდები, ალბათ, შარშან. დღეის მონაცემებით, სამი ვერტმფრენი შეძენილია და ველოდებით მათ მოწოდებას.
მეორე საკითხი არის მანიპულაციური დაკავშირება ამ საკითხის ამ სტიქიასთან. თქვენ დღესაც კიდევ ერთხელ მოისმინეთ საგანგებო სამსახურის ხელმძღვანელის ბრიფინგი, სადაც ის საუბრობდა, თუ როგორ მოხდა ვერტმფრენების მობილიზება, რომ ადგილზე იყვნენ, დღის განათებაში სამი საათის განმავლობაში შეეძლოთ მუშაობა, არის დრონები სპეციალური, მათ შორის სითბური აღჭურვილობით, ასე რომ ყველა სამაშველო ამოცანა, რაც იყო დასახული ყველა შესრულდა.
საკითხი რაშია, რომ ერთია, რომ ვერტმფრენები შეძენილია, მეორე არის მანიპულაციური დაკავშირება… თუ ვერტმფრენები გაინტერესებთ ვერტმფრენები შეძენილია, წესით ეს უნდა გაკმაყოფილებდეთ. თქვენ თუ ცდილობთ, საკითხი მანიპულაციურად დაუკავშიროთ სტიქიას.
[…] მე მგონი თქვენი თვალით იხილეთ ის ვერტმფრენები, რომლებიც მუშაობდნენ სტიქიის ზონაში. ამის დაკავშირება სტიქიასთან არის მანიპულაცია”.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ვერტმფრენების შეძენის თემის სტიქიასთან დაკავშირება მანიპულაციაა.