სტიქია გორში – ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა, რომელიც ცენტრალურ გამზირზე დავარდა

ცოტახნის წინ გორში ერთ-ერთ კორპუსს ქარმა სახურავი გადახადა, რომელიც ცენტრალურ გამზირზე ჩამოვარდა. სტალინის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

ადგილობრივები ადგილზე მისულ ქალაქის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს დაუპირისპირდნენ. მათი თქმით, ქარმა ამავე კორპუსს სახურავი 2 წლის წინაც გადახადა, შეკეთების შემდეგ კი დაპირდნენ, რომ სახურავს ექსპლუატაციის ვადა 30 წლის განმავლობაში ექნებოდა. ისინი აღნიშნავენ, რომ ბინებში რემონტი ახალი გაკეთებული აქვთ და ახლა დაზარალებულები აღმოჩნდნენ.

თავზარაშვილი ადგილობრივებს ჰპირდება, რომ კომისია შეიქმნება და ზარალს აუნაზღაურებენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.