გადაუღებელი წვიმის გამო კახეთში მდინარეები ადიდდა და რამდენიმე სოფელი დაიტბორა.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ დაეტბორათ სამეურნეო სავარგულები, საკარმიდამო ნაკვეთები და სათბურები.
ლაგოდეხში სტიქიის შედეგად, მუნიციპალიტეტის რვა სოფელი: გურგენიანი, ცოდნისკარი, ვარდისუბანი, კართუბანი, გიორგეთი, აფენი, ჭაბუკიანი და ლელიანი დაიტბორა.
მოსახლეობა აცხადებს, მთავრობა ყურადღებას არ აქცევთ და ზარალს არ ითვლის.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია სპეცტექნიკა და სამაშველო სამსახური.