ხარაგაულში რთული ვითარებაა – რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. მდინარე ძირულა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.
მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს, თუმცა ზარალის დამდგენ კომისიას მუშაობა ამ დრომდე არ დაუწყია. შესაბამისად, უცნობია მისი ოდენობაც.
ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდებიც. შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა. ასევე დატბორილია საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთები. მდინარეში ჩარჩა ჩინური კომპანიის კუთვნილი მძიმე ტექნიკა.