“ინტენსიურად გრძელდება და მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გუშინ, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ოპერატიული თათბირი, მინისტრი ატარებდა თათბირს. ამ დილითაც გაგრძელდა თათბირი, სადაც მივიღეთ ჩვენ მინისტრისგან დავალებები თუ რა კონკრეტულ ღონისძიებებზე უნდა გადავიტანოთ აქცენტები.

გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ მიმდინარეობს ამბროლაურამდე 18 სექტორად დაყოფილ რიონის კალაპოტში საძიებო სამუშაოები. ასევე, ეპიცენტრში დღეს ნანახი იქნა ჰიუნდაის მარკის ავტომობილი, რომელშიც, ჩვენი ინფორმაციით, იმყოფებოდა 3 ადამიანი და ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციებზე მიდის სამუშაოები.

ასევე, მინდა დავამატო ინფორმაცია, რომ სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია, შემოწმებულია, დარჩენილია დაახლოებით 25-26%, რომელსაც ვფიქრობთ, რომ ორი დღის განმავლობაში სრულად გადავამოწმებთ. ამის შემდეგ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, ანალიზის საფუძველზე და ამაზე ცოტა მოგვიანებით.

არავითარ შემთხვევაში მუშაობა არ წყდება…დღეს კიდევ იქნება გარკვეული შეხვედრა მინისტრთან. მოვახსენებთ, როგორც გუშინ, დღეს არის კიდევ რაღაც-რაღაც ნიუანსები, რომლის შესახებაც მოვახსენებთ მინისტრს დღის ბოლოს და დავიგეგმებით გარკვეული სტრატეგიის მიმართულებით…

ვიდრე იარსებეს თუნდაც მცირე შანსი, თეორიული, არ ვიძახი პრაქტიკულს, აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს გასაკეთებელს, რაც არის ადამიანის და ტექნიკის შესაძლებლობების ფარგლებში,”

აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი.