სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლოა, 50 000 000 ლარამდე დასჭირდეს. გახარიას თქმით, ინფრასტრუქტურის აღდგენამდე მოსახლეობის მომარაგება და ვერტმფრენებით მომსახურება მოხდება და არანაირი პრობლემა მათ არ ექნებათ.
„საერთო ჯამში, ამ სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია, რომ დასჭირდეს 50 000 000 ლარამდე. რეალურად ამ ადამიანებს იმის გამო, რომ ელექტროენერგია არ აქვთ, არ აქვთ კავშირი სამყაროსთან, ეს ინფორმაცია პირველ რიგში მათთვის არის მნიშვნელოვანი და შემდგომ უკვე სხვა დანარჩენებისთვის. ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, ეს არის სოფლები, სადაც სამწუხაროდ, ერთი თვე მოგვიწევს საგზაო სამუშაოები, რომ ნელ-ნელა მივიდეთ, თუმცა გვპირდებიან, რომ ელექტროენერგიას ამინდის კარგი პირობების შემთხვევაში დაახლოებით ერთ კვირაში აღვადგენთ, მაგრამ ყველა ამ სოფელში იქნება ყოველდღიური კავშირი ვერტმფრენებით. გამოსაყვან ადამიანებს გამოვიყვანთ, შესაყვან ადამიანებს, შევიყვანთ და მოხდება სოფლების მომარაგება, არანაირი პრობლემა არ იქნება, ამაზე თავით აგებს პასუხს გუბერნიაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.