იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ, საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ, მხოლდო 154 საჩივარი განიხილება, რაც საუკეთეოს მაჩვენებელია. ბრეგაძე ძალოვან უწყებებს უხდის მადლობას ამისთვის.
“სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუემნტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდნენ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამიასდ, შეუძლებელია, რაიმე დარღვევად შეერაცხოს საქართველოს. გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, რადგან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მომჩივარე მხარის პრეტენზიების გასამყარებლად”. – თქვა ბრეგაძემ