“თვალწინ მიდგას 17 მაისს ის სახეები, თვალები, მოძრაობები, როცა სასულიერო პირები, გავეშებული უმრავლესობა და სახელმწიფო ერთად დაესხა თავს ათეულობით ადამიანს. არავის არაფერს რომ არ უშავებ და მხოლოდ არსებობის გამო სასიკვდილოდ რომ გიმეტებენ.
მე თავისუფლებაზე ვიდექი და მახსოვს საკუთარი შიშიც, როცა შავი აგრესიული ტალღა წამოვიდა.
იმ მომენტში ამ ხალხს უთხრეს, თქვენი არსებობა არ გვინდაო, მოგერევითო, გაგსრისავთო. და დღეს ყველას გვითხრა სტრასბურგმა, რომ არ არიან ისინი დაუცველები, სადღაც მაინც არსებობს რაღაც ინსტიტუტი, რომელიც არ დააჩაგვრინებს.
ზოგი წერს, რა ცუდია, რომ ჩვენ უნდა გადავიხადოთო. ცუდი, რაც მოხდა ის არის, პლიუს, დიახ, ყველამ უნდა გავინაწილოთ პასუხისმგებლობა იმ სიველურის გამო, რომელსაც ამ ქვეყნის უმრავლესობა ახორციელებდა და მერე 5 ივლისსაც გაიმეორეს, იმიტომ, რომ ერთხელ გაუვიდათ. სიმართლე ვთქვათ, დიდი წინააღმდეგობაც არ შეხვედრიათ.
ამიტომ, დიახ, ძალიან მიხარია, რომ გადავიხდით ამ კომპენსაციას, ჩვენი ჯიბიდან”
ასე ეხმიანება “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რომელმაც 17 მაისის საქმეზე საქართველოს ხელისუფლებას დაზარალებულებისთვის €193 500-ის გადახდა დააკისრა.